Sunday, June 6, 2010

საქართველოში დაბრუნება


1861 წლის გაზაფხულზე , აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი
მე?...............“ -სამშობლოში მომავალი ჭაბუკი პოეტის გულის ჩქროლვაა.
ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.

შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული...“ და “ჩემო კალამო“.

1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .

1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“

წყარო:http://www.iliachavchavadze.ge/creation.html

No comments:

Post a Comment