Sunday, June 6, 2010

ივერია პირველი პერიოდი

1877-1885 წლები

ილია და “ივერია“ ყოველი ქართველის ცნობიერებაში ერთმანეთისაგან სამუდამოდ განუყოფელი ცნებებია. გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1877 წლის 3 მარტს. ყოველკვირეული გაზეთის სახით.

1879 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, რის ნებართვაცილიასთვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართ
ველობის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის მიუცია.

1880 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა სამთვიურ ორგანოდ.

1881 წლიდან “ივერია“ კვლავ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა და ასე გამოდიოდა 1885 წლის ჩათვლით.

ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ძეგლებისთარგმანებითაც. აგრეთვე მრავალფეროვანია მისი პუბლიცისტიკა.

ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ ქართულ სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.

ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების საკითხი.

წესდების პროექტზე 1878 წლის 30 იანვარს ხელი მოუწერია 126 დამფუძნებელ წევრს, ხოლო დ.ყიფიანს, ბ. ღოღობერიძეს და ი. ჭავჭავაძეს დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენიათ 1878 წლის 20 ივნისს, რომელიც ზოგიერთი ცვლილების შემდეგ დაუმტკიცებიათ 1879 წლის 31 მარტს, რის შესახებაც ოფიციალური ცნობა 1879 წლის 14 აპრილს მიიღო დამფუძნებელ წევრთა რწმუნებულმა დ. ყიფიანმა თბილისის გუბერნატორისგან.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.

წყარო: google.ge

No comments:

Post a Comment